არჩევნები
კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აგრძელებს. "ამ ეტაპზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა,იკითხებიან მოწმეები,გამოძიება მიმდინარეობს. კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით აღიძრა",- განუცხადეს რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში.



Print