არჩევნები
სოფლებში საარჩევნო პლაკატები მხოლოდ სპეციალურ სტენდზე განთავსდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მის ტერიტორიაზე წინასაარჩევო კამპანიის ჩასატარებელი ღონისძიებების წესი განსაზღვრა. განკარგულების მიხედვით, წინა წლების მსგავსად, საარჩევნო სუბიექტების პლაკატების თუ ლოზუნგების შენობა-ნაგეობების ფასადზე განთავსება აიკრძალა.

სარეკლამო პლაკატები სოფლის ცენტრებში მხოლოდ სპეციალურად დამონტაჟებულ სტენდებზე უნდა განთავსდეს. წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის კი სპეციალური ადგილი- კომბინატის კულტურის სახლი გამოიყო.

განკარგულებით გათვალისწინებული წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს პრეროგატივა იქნება.

Print