არჩევნები
საარჩევნო რეგისტრაციიდან ორი პარტია მოიხსნა
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და „თოფაძე-მრეწველები“ ვეღარ მიიღებენ. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების თანახმად, ეს ორი პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო მოიხსნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

Print