არჩევნები
ზუგდიდში ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატის ბანერს საღებავი შეასხეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბანერს, რომელიც ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, გაურკვეველმა პირებმა შავი საღებავი შეასხეს.

ენმ-ს წარმომადგენლის თეიმურაზ ბასილაიას ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.

"ამის შემდეგ ალბათ აღიძრება საქმე და იმედი მაქვს გამოიძიებენ. ბანერების დაზიანება არის ყოვლად მიუღებელი საქციელი და ვგმობთ მას", - განაცხადა რადიო "ათინათთან" საუბარში ბასილაიამ.

ამასთან, მცირე დაზიანება აქვს იქვე განთავსებულ ზუგდიდის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ბანერსაც.

Print