არჩევნები
განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ განმუხურის 38-ე უბანზე განმეორებითი არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბანი 8 საათზე გაიხსნა, ხოლო პირველი ამომრჩეველი ცხრის ხუთ წუთზე დაფიქსირდა. უბანზე სულ 1145 ამომრჩეველია დაფიქსირებული.

,,ყველაფერი კანონის დაცვით მიმდინარეობს. ჩატარდა წილის ყრა და ყველა კომისიის წევრი ადგილზეა,’’- განაცხადა განმუხურის 38-ე უბნის კომისის თავმჯდომარე ზანდა ხუფენიამ. 

საარჩევნო უბნის მახლობლად პოლიციაა მობილიზებული. 

38-ე უბნის ამომრჩევლები პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის პარალელურად გამგებელსაც ირჩევენ.
Print