არჩევნები
გოგიტა ბიგვავა: ხმა ქალაქის განვითარებას მივეცი (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ გოგიტა ბიგვავამ ხმა ზუგდიდის #16 - ე საარჩევნო უბანზე მისცა. ბიგვავამ განაცხადა, რომ ხმა ქალაქის განვითარებას მისცა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. საარჩევნო გარემოზე საუბრისას, კანდიდატმა აღნიშნა, რომ ის მეტნაკლებად სტაბილურია. მან გუშინ გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:

„მქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები პროცესების ესკალაციას და კონკრეტული უბნების პიკეტირებას აპირებდნენ, თუმცა ხელისუფლების პრეპოგატივაა, ხელისუფლების ვალდებლებაა, შეინარჩუნოს მშვიდობა და საარჩევნო პროეცესი ჩატარდეს ნორმალურად“, - თქვა გოგიტა ბიგვავამ.




Print