არჩევნები
ახლადარჩეული მერები საქმიანობას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ
21 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების გამარჯვებული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, მერები საქმიანობას არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს იწყებენ.

პირველი ტურის შედეგად 64-დან არჩეულია 58 მერი, მათ შორისაა ზუგდიდის მერი ლაშა გოგია. ზემოაღნიშნული 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებენ.

მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს 6, მათ შორის მარტვილის საარჩევნო ოლქში გაიმართება.

Print