საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა									
			
							10:53 / 14.04.2020						
					
								საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24-ით გაიზარდა და 296 შეადგინა. მონაცემები მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკით, კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 458 პირი.
ამავე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით გამოჯანმრთელებულია 68 ინფიცირებული, ხოლო 3 გარდაიცვალა.
			
მასალის გამოყენების პირობები