ზუგდიდში მედდას კორონავირუსზე ანალიზები აუღეს									
			
							11:55 / 15.04.2020						
					
								ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით მოთავსებული მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმ-ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ უთხრა.   
მისივე ინფორმაციით, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს.
„შემოიყვანეს ცხელებით, ყელისა და სახსრის ტკივილებით. ამჟამად პაციენტს ჩივილები არა აქვს. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა დარახველიძემ.
საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ქალი წუხელ, გვიან ღამით შეიყვანეს.
			
მასალის გამოყენების პირობები