მარტვილელ ექიმს Covid 19 არ დაუდასტურდა 									
			
		
						
								
					
											
							22:11 / 18.04.2020						
					
				
			
								მარტვილის ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მოთავსებულ მამაკაცს Covid 19 არ დაუდასტურდა. 
ინფორმაცია რადიო "ათინათს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ დაუდასტურა. 
ერთ-ერთი სამედიცინო ქსელის კლინიკაში მომუშავე ექიმ-ანესთეზიოლოგი ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით პაციენტს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.
			
											ერთ-ერთი სამედიცინო ქსელის კლინიკაში მომუშავე ექიმ-ანესთეზიოლოგი ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით პაციენტს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.
 
					 
						
მასალის გამოყენების პირობები