სამეგრელოდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი  ანალიზის პასუხების ნაწილს ახალ კორონავირუსზე დღეს ელოდებიან 									
			
							11:36 / 28.04.2020						
					
								სამეგრელოდან ლუგარის ცენტრში 27 აპრილს გაგზავნილი 52 ნიმუშიდან ნაწილის პასუხი ცნობილია. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 23 უარყოფითია, ხოლო დანარჩენ 29-ის პასუხს დღეს ელოდებიან. აქედან, 25 ნიმუში ფოთიდანაა   
გაგზავნილი, მათგან 23 - მედპერსონალის ბიოლოგიური მასალაა.
რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების წესების დარღვევისათვის 3 პირი დააჯარიმეს.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, აქ ამ დროისთვის 85 პირი იმყოფება. თვითიზოლაციის პერიოდს კი 186 პირი გადის. ჯამში თვითიზოლაცია 872 მოქალაქეს მოეხსნა.
			
მასალის გამოყენების პირობები