ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 144 პირი რჩება									
			
		
						
								
					
											
							14:23 / 03.05.2020						
					
				
			
								ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 144 პირი იმყოფება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. 
ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 174 მოქალაქე, 889 პირს კი თვითიზოლაციის ვადა დაუმთავრდა.
ქვეყნის ფარგლებში კარანტინის რეჟიმში 5260 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553.
			
			
											ქვეყნის ფარგლებში კარანტინის რეჟიმში 5260 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553.
 
					 
						
მასალის გამოყენების პირობები