ზუგდიდში დღეს კოვიდ19-ზე გამოკვლეული 101-ვე ნიმუშის  პასუხი უარყოფითია									
			
							21:53 / 21.05.2020						
					
								„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, დღეს ზუგდიდში ახალ კორონავირუსზე  101 ნიმუში გაიტესტა და ყველა უარყოფითია.      
აქედან, 1 ტრაილერის მძღოლის კლასტერის კონტაქტია, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა,  3 - თვითიზოლაციიდან, მათ შორის 2 ასევე მძოლის კლასტერს განეკუთვნება, 16 - სხვადასხვა საავადმყოფოში, ცხელების ცენტრებში მოთავსებული პაციენტი, 81 - სამედიცინო პერსონალი.
ინფორმაციისთვის, რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ამჟამად კოვიდდადასტურებული 9 პაციენტი გადის მკურნალობას.
ერთი პაციენტი, რომელიც ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან არის, ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
			
მასალის გამოყენების პირობები