სოხუმში რუსეთიდან კურსანტების კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა									
			
							15:01 / 24.05.2020						
					
								აფხაზეთში  კიდევ 10 კურსანტი დაბრუნდა, რომელიც  რუსეთის ფედერაციის  სხვადასხვა  პროფილურ  უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს. სტუდენტები "ფსოუს" გამშვები პუნქტიდან 
სპეცტრასნპორტით  სოხუმის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც სასტუმრო "აიტარშია" მოწყობილი, წერს "ნუჟნაია  გაზეტა" . ამავე ცნობით,  მათ აქვე ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.
ამ დრომდე, ოკუპირებულ აფხაზეთში Сovid 19 - ით ინფიცირების 28 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 1 ივნისამდე გაახანგრძლივა,
თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეტაპობრივად გაიხსნა აგრარული ბაზრები და ტანსაცმლის ბაზრობები.
			
მასალის გამოყენების პირობები