ზუგდიდში მცხოვრებ 7 პირს კორონავირუსი დაუდგინდა  									
			
							12:38 / 02.10.2020						
					
								სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსზე 838 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა  
და ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  როგორც ჟურნალისტებს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ უთხრა, ახალი შემთხვებიდან 7 ზუგდიდში, 6 სენაკში, 5 კი ჩხოროწყუში დაფიქსირდა, ხოლო 4 ე.წ საბერიოს კლასტერს უკავშირდება. 
"ზუგდიდში გამოვლენილი 7 შემთხვევიდან, 1 ინფიცირებული რეპეტიტორის კონტაქტია, 2 ცხელებით არის შემოსული სამედიცინო დაწესებულებაში, 4 კი "ოქრის ბირჟის" კლასტერია", - თქვა თორიამ.
მისივე ცნობით, სენაკსა და ხობში გამოვლენილი ყველა პირი რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით კორონავისრუსზე სულ 131 პაციენტი მკურნალობს.
			
მასალის გამოყენების პირობები