სამეგრელოში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევიდან 89 ზუგდიდში გამოვლინდა									
			
							12:26 / 02.11.2020						
					
								გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშიდან 114-ზე დადებითი პასუხია.  
კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
"16 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, 3 ჩხოროწყუში, 2 წალენჯიხაში, 2 სენაკში, 1-1 ფოთსა და ხობში. ნაწილი უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი სამედიცინო დაწესებულებებში ცხელებით შესული პაციენტები არიან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 123 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 26-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 პირი. საკარანტინო სივრცეში 12 ადამიანი იმყოფება.
			
მასალის გამოყენების პირობები