იაკობ ქაჯაია ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა									
			
							16:44 / 02.08.2021						
					
								ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი სამგზის ოლიმპიურ
ჩემპიონთან  კუბელ ლოპეს ნუნიესთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა.
ცნობისთვის, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა, მანამდე კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი - სერგეი სემენიოვი.
ამრიგად, ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ უკვე ოთხი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.
			
მასალის გამოყენების პირობები