უნიკალური ნივთების გამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
15:08 / 14.05.2016
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით,
დღეს, 12 საათიდან 17 საათამდე,
ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში საქართველოს დამოუკიდებლობის
დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური
მასალები გამოიფინა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები, აკაკი ჩხენკელის მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძისათვის გაგზავნილი დეპეშის დეშიფრანტი, სადაც ჩხენკელი კვინტრაძეს სთხოვს დაუყოვნებლივ გამოაცხადონ საქართველოს დამოუკიდებლობა და სხვა საინტერესო ნივთები.
ზუგიდიდისა და ფოთის გარდა უნიკალური ექსპოზიციები საქართველოს 7 ქალაქში გამოიფინება.

მასალის გამოყენების პირობები