ზუგდიდიდან ფოთის ჰოსპიტალში გადაყვანილ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა									
			
							21:32 / 06.04.2020						
					
								ფოთის ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ  38 წლის ქალს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.   
მას ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კონტაქტი. პაციენტი საკარანტინო სივრციდან,  მწვავე რესპირატორული სიმპტომებით წუხელ გადმოიყვანეს. 
 
„დღეს 4 ადამიანი გადავიყვანეთ კარატნში. ესენი არინ აზერბაიჯანიდან და სოხეთიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები, 35-დან 50 წლამდე ასაკის. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ, უბრალოდ, ოჯახში არ ჰქონდათ საიზოლაციო პირობები და მეტი სიფრთხილისთვის ანაკლიის საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში 9 და კარანტინშიც 9 ადამიანი გვყავს. თითოეულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,ფოთში, ამჟამად თვითიზოლაციასა და კარანტინშიც 9-9 პირი იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელმაც სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში იმოგზაურა, ახალი კორონავირუსი 4 აპრილს დაუდგინდა. ზემოაღნიშნული პირის კლასტერიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში 23 პირია გადაყვანილი. სულ დადგენილია მისი 77 კონტაქტი.
			
მასალის გამოყენების პირობები