თურქეთში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტს დღეს იწყებს
14:38 / 20.01.2014
თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მრაგველაშვილის ოფიციალური ვიზიტით დღეს იწყება. როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში ანკარაში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან, პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექთან.
გიორგი მარგველაშვილი ათათურქის მავზოლეუმშიც მივა და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს. ამასთან,იგი ვიზიტის ფარგლებში ტაო-კლარჯეთს ეწვევა.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ანკარაში საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები