Error
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა 54 პატიმარი შეიწყალა
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 54 პატიმარი შეიწყალა. მათგან 39 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა, დანარჩენებს კი სასჯელის ვადა შეუმცირდათ. გათავისუფლებულთა შორის ორი არასრულწლოვანი და სამი ქალია. მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები გვიან ღამით დატოვეს. პატიმართა მორიგი შეწყალება 3 მარტს იგეგმება.
Print