კიევში, მილიციის ბრძანებით იარაღის მაღაზიები დაიკეტა
19:26 / 24.01.2014
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე შეტაკებები გახდა.
როგორც იარაღის მფლობელთა ასოციაციაში აცხადებენ, მითითება მუშაობის შეჩერების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს.
"მაღაზიები დე-იურე მუშაობენ, დე-ფაქტო – აღწერა აქვთ", - აცხადებს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი უჩაიკინი.
მასალის გამოყენების პირობები