გიგა ბოკერია პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
14:58 / 04.04.2014
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 15.00 საათზე უნდა გამოცხადდეს. უწყებას მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი დავით თევზაძე აწერს ხელს.
უწყებაში მითითებულია სისხლის სამართლის საქმის ნომერი #074121212801, თუმცა, კონკრეტულად რა საქმეზეა ბოკერია დაბარებული, პროკურატურის უწყებაში განმარტებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები