ლევან იზორია - 17 მაისს სამართალდამცავი უწყება კანონის სრული დაცვით იმოქმედებს
15:22 / 17.05.2014
შსს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, 17 მაისს სამართალდამცავი უწყება კანონის სრული დაცვით იმოქმედებს.
"დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება, გამონაკლისი არავინ იქნება",-აღნიშნა იზორიამ.
დღეს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი აქციის მოწყობას აპირებს. აქცია რუსთავლის გამზირზე, პარლანემენტის შენობასთან არის დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები