Error
საზოგადოება
ბათუმი „Georgia Summer Fest“ უმასპინძლებს
15 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ბათუმი „Georgia Summer Fest“ უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პერიოდის მუსიკა. ფესტივალში მსოფლიო დონის და 80-იანი წლების პოსტსაბჭოთა ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ერთ სცენაზე გამოვლნენ. ფესტივალი იძლევა საშუალებას, რომ ბათუმი, წარმოჩინდეს, როგორც ევროპული კურორტი. "Georgia Summer Fest" მხარდასაჭერად რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გაიმართება საინფორმაციო-სარეკლამო კამპანია. 3 დღის განმავლობაში გაიმართება მუსიკალური შოუ სპეცეფექტებით. ყოველდღიურად მაყურებელი სცენაზე 8 ცნობილ მუსიკალურ ჯგუფს იხილავს, მუსიკოსები ყველასათვის ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ. Georgia Summer Fest“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიო "ფორტუნა". "სამდღიანი ფესტივალი ძალიან საინტერესო იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. იქნება განსხვავებული და მუსიკალური ზაფხული. ფესტივალი ანბანის კოშკთან გაიმართება", - აღნიშნა სიგუამ. ფესტივალის მონაწილეები: Boney M  Sandra  Ottawan  Arabesque  Baccara  Eruption Joy  Kaoma 2  unlimited Snap Haddaway  Ace of base  Ola Dr. Alban Demo  Virus.
Print