რიო დე ჟანეიროს სამი აეროპორტი გაიფიცა
15:25 / 12.06.2014
ბრაზილიაში, სადაც ფეხბურთის მსფოლიო ჩემპიონატი იღებს სტარტს, რიო დე ჟანეიროს აეროპორტებში გაფიცვა დაიწყო, წერს Globo Esporte. გაფიცვის ორგინზატორები, ბრაზილიის სამი აეროპორტის თანამშრომლები არიან, რომლებიც ხელფასის 5,6% -ით გაზრდას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვა ნაწილობრივ ხასიათს ატარებს, ყოველი აეროპორტი თავისი ჩვეული სამუშაოს მოცულობის 80% შეასრულებს. მანამდე, ბრაზილიის უმსხვლეს ქალაქ სან-პაულუში მეტროპოლიტენის მუშაკები გაიფიცნენ, რომლებიც ასევე ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი - 2014 , 12 ივნისს საღამოს დაიწყბეა. მასში პლანეტის 32 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. პირველები ხორვატიის და ბრაზილიის გუნდები ითამაშებენ.
მასალის გამოყენების პირობები