რიკოთზე მომხდარ ავტოავარიას 14 წლის გოგონა ემსხვერპლა
15:09 / 16.07.2014
რიკოთზე გუშინ საღამოს მომხდარ ავტოავარიას 14 წლის გოგონა ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , შემთხვევის შედეგად 10 ადამიანია დაშავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
რიკოთზე გუშინ საღამოს ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.
მასალის გამოყენების პირობები