პატრიარქი დღეს საქართველოში დაბრუნდება
15:21 / 24.07.2014
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს.
პატრიარქი გერმანიაში თანმხლებ პირებთან ერთად 2 ივლისს გაემგზავრა. სამი კვირის განმავლობაში უწმინდესი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
პატრიარქი გერმანიიდან დღეს საღამოს დაბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები