,,ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული კომისია მუშაობას იწყებს
11:30 / 20.04.2015
პარტიის წევრები მონიტორინგს გურჯაანიდან დაიწყებენ და საკრებულოსა და გამგეობების საქმიანობას შეისწავლიან.
მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და ამ მიზნით ანტიკორუფციული კომისიები ყველა რეგიონში შეიქმნება.
,,ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ისინი კანონმდებლობის ფარგლებში ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ.
,, ეს რაიონი სპეციალურად შევარჩიეთ, რადგან აქ ნეპოტიზმის დონე ძალიან მაღალია, ხშირად ხდება კორუფციული ხელშეკრულების გაფორმება”, _აცხადებს ,,ნაცმოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები