სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა
14:28 / 16.05.2015
ადგილობრივების ინფორმაციით, პანკისის რაიონ სოფელ წინუბნის მკვიდრი, 30 წლის გურამ ცათიაშვილი, შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაიჭრა.
ინფორმაცია თანასოფლელის გარდაცვალების შესახებ პანკისელებმა გვიან ღამით მიიღეს.
ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვას ადასტურებენ ახმეტის გამგეობაშიც.
დღეის მონაცემებით, სირიაში ხეობიდან წასული 12 ახალგაზრდაა დაღუპული.
მასალის გამოყენების პირობები