ქუთაისში ყაზახეთიდან დამატებით ჩარტერული რეისები დაინიშნა
13:33 / 03.06.2015
საქართველოში, 7 ივნისიდან ყაზახეთის ავიაკომპანია "Bek Air" საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას დაიწყებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის ქალაქებიდან - აქტაუ და ატირაუ. ფრენა მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. "აღნიშნული რეისები მთლიანად ორიენტირებული იქნება ყაზახეთიდან ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე. საქართველოში მიმღები მხარე იქნება კურორტი საირმე", - აცხადებენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები