30 ივლისს რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
17:32 / 29.07.2015
30 ივლისის ღამის 01:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზის გავლით იქნება შესაძლებელი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შეზღუდვა გვირაბში გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები