ზუგდიდში სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობაზე შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
18:18 / 17.03.2016
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში
"სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის" თემაზე შეხვედრა გაიმართა. დისკუსიას ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეკრებაზე ორი კვლევის - "მოხუცთა დაცვის მონიტორინგი" და "დევნილთა საარსებო წყაროები და ინტეგრაცია" შედეგები წარმოადგინეს.
საქველმოქვედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCH) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელსეწყობით პროექტს - "დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე-ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის" ახორციელებს.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრეძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი) ხორციელდება. "აფხაზეთის" ზუგდიდის ცენტრის პარტნიორია ადგილობრივი ა/ო "საუნჯე".
მასალის გამოყენების პირობები