სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის დროებით დაიკეტა
13:47 / 21.03.2016
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის მოსალოცად დროებით
დაიკეტა. ამის შესახებ
სამების ლავრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, სამების ლავრის ბერებისათვის მონასტრის ტიპიკონიდან გამომდინარე, მსახურება რომ არ შეჩერდეს, წირვა-ლოცვა სამების ლავრის ოთხ მცირე ტაძარში ჩატარდება.
მისივე თქმით, აღნიშნულის გამო სავარაუდოდ შაბათ-კვირას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდეს და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას სიონში აღავლენს.
გუშინ სამების ლავრაში არსებულ სტამბის საწყობში ხანძრი გაჩნდა. ცეცხლის შედეგად დაახლოებით 1 200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

მასალის გამოყენების პირობები