ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ
12:21 / 25.04.2016
ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. თავდაცვის
სამინისტროს ცნობით,II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე
სამხედრო
მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები
დახვდნენ.
" როტაცია აპრილის ბოლომდე დასრულდება. მათ ღირსეულად შეასრულეს ამოცანები ბაგრამის ავიაბაზაზე. ჩვენ დღეს ვამაყობთ, რომ ასეთი საუკეთესო ქვედანაყოფის ბიჭები ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილე, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
22-ე ბატალიონის სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.
რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

მასალის გამოყენების პირობები