პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა
13:35 / 27.04.2016
საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 პატიმარი შეიწყალა. ამის
შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების სახელმწიფო
კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შეწყალებული პატიმრებიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებას 69 დატოვებს. მათგან 10 ქალი, ორი კი- არასრულწლოვანია.
ამასთან, ქორიძის თქმით, სასჯელი შეუმსუბუქდა 26 მსჯავრდებულს, მათ შორის ქალს და ორ არასრულწლოვანს.
შეწყალების კომისიამ 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოსცა.

მასალის გამოყენების პირობები