ანაკლიაში ჩერქეზთა გენოციდის 152-ე წლისთავი აღნიშნეს (ვიდეო)
16:13 / 21.05.2016
21 მაისს ჩერქეზთა გენოციდის 152-ე წლისთავია.
ამ დღის აღსანიშნავად თბილისის ჩერქეზთა კულტურის ცენტრის დირექტორი
მერაბ ჩუხუა, საქართველოში საგანგებოდ ჩამოსული ჩერქეზული დელეგაციის
წევრი იური იახუტლი და ადგილობრივი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები
ანაკლიაში ჩავიდნენ. მათ პატივი მიაგეს ტრაგიკული მოვლენის შედეგად
დაღუპული ადამიანების ხსოვნას და ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა
მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ამის პარალელურად, თბილისში ჩერქეზთა კულტურის ცენტრში გაიმართა ორი მონოგრაფიის უბიხებისა და ხათური ენის ელექტრონული წიგნების პრეზენტაცია.
საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზთა გენოციდი 2011 წლის 20 მაისს აღიარა.

მასალის გამოყენების პირობები