დამოუკიდებლობის დღეზე დაბადებულებს საიუბილეო მოწმობები გადაეცემათ
15:27 / 25.05.2016
26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით
დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემათ.
ახალშობილის დაბადების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის
ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“.
ანალოგიური მოწმობები მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლის 26 მაისს
დაბადებული ახალშობილების მშობლებს გადაეცემათ.
აღსანიშნავია, რომ დაბადების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი 2014 წელს შემუშავდა. დაბადების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.

მასალის გამოყენების პირობები