ორსართულიან მატარებლებთან დაკავშირებით კომპანია STADLER განცხადებას აქვეყნებს
13:51 / 24.06.2016
შვეიცარული კომპანია, "საქართველოს რკინიგზის" მიერ ორსართულიანი
მატარებლის შეძენასთან დაკავშირებით,
განცხადებას ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული
მატარებელები საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაბარიტებს
შეესაბამება და მორგებულია მასზე.
"საგულისხმოა, რომ შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობა შემოწმებული და დადასტურებულია გერმანიის რკინიგზის შესაბამისი ექსპერტების მიერ და გაცემულია დადებითი დასკვნა", - აღნიშნულია წერილში.
"საქართველოს რკინიგზამ" ორსართულიანი მატარებლები 40 მილიონ ევროდ შეიძინა, რომლებიც თბილისი-ბათუმის მარშრუტზე იმოძრავებენ.
23 ივნისს ოპოციციური პარტიის "ახალი საქართველოს" წევრებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის მიხედვით, აღნიშნული მატარებლები საქართველოს გვირაბებში ვერ ეტევიან. აღნიშნულს მედიასა და სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და მიმდინარე კვირას განხილვის ერთ-ერთ ძირითად თემად იქცა.

მასალის გამოყენების პირობები