სემეკი ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებზე მოქალაქეებს მიმართავს
12:11 / 17.02.2017
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადთან დაკავშირებით
მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ეხმაურება და
მოქალაქეებს მოუწოდებს, შესაბამის კომისიებსა და
ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართონ.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას ან განცხადებით მომართონ კომისიას და კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, მოქალაქეებს კომისიაში კონსულტაციების გავლა შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებითაც ნომერზე - 16 216. კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის შედეგად დადასტურდება ზედმეტი დარიცხვა, მოქალაქეებს თანხა ჩამოეწერებათ. კომისია აქვე განმარტავს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა“, - აღნიშნულია გაცხადებაში.
ცნობისთვის, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ზუგდიდში,
მოსახლეობა ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადზე საუბრობს და
აღნიშნავს, რომ რომ წინა თვეებთან შედარებით, გასულ თვეს
ელექტროენერგიის გადასახადი 100%-მდე გაზრდილი მიუვიდა.
ამავე თემაზე:
ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი - ტექნიკური ხარვეზი თუ გახარჯულის საფასური (ვიდეო)
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას ან განცხადებით მომართონ კომისიას და კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, მოქალაქეებს კომისიაში კონსულტაციების გავლა შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებითაც ნომერზე - 16 216. კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის შედეგად დადასტურდება ზედმეტი დარიცხვა, მოქალაქეებს თანხა ჩამოეწერებათ. კომისია აქვე განმარტავს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა“, - აღნიშნულია გაცხადებაში.
ამავე თემაზე:
ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი - ტექნიკური ხარვეზი თუ გახარჯულის საფასური (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები