ევროსასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
21:29 / 03.03.2017
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას
ცნობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა
სასამართლომ ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, რათა
საქმის არსში გაერკვეს.
„მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან ეხება ექსტრადირებას”, - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

მასალის გამოყენების პირობები