- შაქრის პუდრი 2 ჭიქა
- კაკაო 1 ჭიქა
- რძის ფხვნილი 2.5 ჭიქა
- მარილი 1 ჩ.კ
- სიმინდის სახამებელი 2 ჩ.კ
შეარჩიეთ გემრიელი, ხარისხიანი კაკაო. დიდ თასში ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. შემდეგ გადაიტანეთ ქილაში და მშრალ, გრილ ადგილას შეინახეთ.
მომზადებისას, ჩაყარეთ ჭიქაში 2-3 კოვზი ფხვნილი და დაასხით ცხელი წყალი ან რძე. თუ უფრო სქელი, ინტენსიური გემოს მქონე სასმელი გსურთ, ჭიქა ფხვნილით თითქმის ნახევრამდე შეავსეთ და შემდეგ დაასხით მდუღარე სითხე.
მასალის გამოყენების პირობები