Error
რუბრიკები
მეცნიერებმა დედამიწაზე სიცივის ხალი პოლუსი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ანტარქტიდაში, ყინულოვან პლატოზე, ზღვის დონიდან 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს ადგილი, რომელზეც 2010 წელს ტემპერატურა -93 გრადუს ცელსიუსამდე დაეშვა. აშშ–ის ეროვნული გლაციოლოგიური ბაზის სპეციალისტის ტედ სკამბოსის სიტყვებით, ტემპერატურა ყინულოვანი დაბლობის ცივ ჰაერიან ღრუებში დაფიქსირდა. ასეთი ვითარება, სავსებით შესაძლოა, სხვა პლანეტისთვის იყოს დამახასიათებელი, დასძინა მეცნიერმა.
Print