Error
რუბრიკები
ფუნთუშაში გამომცხვარი კვერცხი

ინგრედიენტები:
  • ფუნთუშა ან მინი პური 1
  • კვერცხი 1
  • პამიდორი 1/2
  • მწვანილი
  • ლორი 1 ნაჭერი
  • მარილი და პილპილი
  • ყველი 2 ს.კ. გახეხილი
მომზადების წესი:
ამ ფუნთუშის გულში ჩასადებად ნებისმიერი ინგრედიენტი გამოდგება: პამიდორი, ყველი, წინა დღის შემორჩენილი ხორცი ან ქათმის ნაჭერი, ლორი, ბეკონი, შემწვარი კარტოფილი დ ა.შ. ფუნთუშას ტავი მოვაჭრათ, გული ამოვუღოთ და ამოვავსოთ შიგთავსით: ჩავდოთ ლორი, პამიდორი, ყველი, მწვანილი. ზემოდან დავატეხოთ კვერცხი, მოვასხათ ცოტა ზეთი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ 10-15 წუთი, სანამ კვერცხი მომზადდება
Print