Error
რუბრიკები
ქათმის სალათი
ინგრედიენტები: ქათმის მარინადი
  • 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3 კბილი ნიორი, დაჭრილი წვრილად
  • 2 ს.კ. კამა, დაჭრილი
  • 1/2 ჩ.კ. მსხვილი მარილი
  • 1/4 ჩ.კ. ახლად დაფქული შავი პილპილი
  • 2 ც უძვლო ქათმის მკერდი
მარინადი:
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ჩ.კ. მდოგვი
  • ½-1–მდე ჩ.კ. თაფლი, იმის მიხედვით, თუ როგორ სიმჟავის ლიმონი არის
  • 1 ჩ.კ. კამა, დაჭრილი
  • 2 საშუალო პომიდორი, დაჭრილი
  • 1 ჭიქა (113 გრამი) კიტრი, ზომიერ კუბებად დაჭრილი ან გულის გარეშე
  • 113 გრამი ფეტა, ზომიერ კუბებად დაჭრილი
  • მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი
მომზადების წესი: პატარა ჯამში შევურიოთ ლიმონის წევენი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, კამა, მარილი, და პილპილი. კოვზით კარგად დავსრისოთ ნიორი და კამა. მარინადი ჩავასხათ ცელოფნის პაკეტში, დავამატოთ ქათმის მკერდი. ქათმის მკერდი მარინადში გავაჩეროთ 20-30 წთ–ი ოთახის ტემპერატურაზე ან 2 სთ–ი მაცივარში. ქათმის მკერდს ფუნჯით მოვაშოროთ ზედმეტი ნიორი და შევაშროთ, შემდეგ შვწვატ ზეითუნის ზეთში. (ოქროსფერი ფერის მიღებამდე) გადავიტანოთ ქათმის მკერდი თეფშზე და დავაფაროთ ალუმინის ფოლგა. გავაჩეროთ 10-15 წთ–ი და მივირთვათ სალათასთან ერთად. სალათი: პატარა ჯამში შევურით ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მდოგვი, თაფლი და კამა, დავამატოთ პამიდორი, კიტრი და ფეტა. გადავურიოთ ფრთხილად, შევაზავოთ გემოვნებით, მაცივარში გავაჩეროთ 20 წთ–ით. მიირთვით გემრიელად.  
Print