Error
რუბრიკები
ესტონური დარიჩინიანი ფუნთუშა  
ინგრედიენტები:
  • შაქარი 70 გ
  • რძე 120 მლ
  • საფუარი 6-8 გ
  • კარაქი 80 გ
  • ფქვილი 300 გ
  • კვერცხის გული 1
  • მარილი
  • დარიჩინი 2 ჩ.კ
 
თბილ რძეში ან წყალში შეურიეთ საფუარი და დადგით 15 წუთი. 30 გ კარაქი გაადნეთ და შეურიეთ კვერცხის გულს. დაამატეთ მარილი, ფქვილი, საფუვრიანი რძე და მოზილეთ ცომი. ცომი ჩავდოთ ცხიომწასმულ თასში და ვაცალოთ ამოფუება. ამასობაში გავაკეთოთ გულსართი: გავადნოთ დარჩენილი კარაქი, შევურიოთ 70 გ შაქარი და დარიჩინი ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ-ზე, წავუსვათ გულსართის 2/3,  გადავახვიოთ რულეტივით, მსუბუქად დავაბრტყელოთ, სიგრძეზე შუაზე ჩავჭრათ, მაგრამ ერთი ბოლო გაუჭრელი დავუტოვოთ. ამ ბოლოდან ორივე ნაწილი ერთმანეთზე გადავწნათ. შევაერთოთ ბოლოები და გადავუსვათ დარჩენილი გულსართი. გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი
Print