პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლი გაიყინა
17:19 / 04.02.2014
პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლი, მდინარე რიონი და კაპარჭინა გაიყინა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, იმის გათალისწინებით, რომ საქართველო სუბტროპიკულ ქვეყნებს განეკუთვნება მსგავსი შემთხვევა იშვიათობაა.
ბოლოს პალიასტომი 2008 წელს გაიყინა, მაშინ ტბის 80% იყო გაყინული. ამჯერად, გაყინული ზედაპირის ფართობი, სანაპიროდან 10 მეტრის რადიუსზე ფიქსირდება. სპეციალისტების განმარტებით, ტბის ბინადრებისთვის არსებული ვითარება საფრთხეს არ წარმოადგენს. წყარო: www.cp.ge
მასალის გამოყენების პირობები