Error
რუბრიკები
ბრინჯის კრემ-პუდინგი
ინგრედიენტები: • 3/4 ჭიქა ბრინჯი • 2 ჭიქა რძე • 1/3 ჭიქა შაქარი • 1/4 ჩაის კოვზი მარილი • 1 ცალი კვერცხი • 2/3 ჭიქა ქიშმიში • 1 სუფრის კოვზი(15გ) კარაქი • 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი ~

1. ჩაასხით 1 მთელი 1/2 ჭიქა წყალი ქვაბში და აადუღეთ. ჩაყარეთ ბრინჯი მდუღარე წყალში, მოურიეთ, დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. 2. როცა ბრინჯი მოიხარშება, გადაიტანეთ ის მეორე ქვაბში. ჩაუმატეთ 1 მთელი 1/2 ჭიქა რძე, შაქარი, მარილი და შეურიეთ. დადგით საშუალო ცეცხლზე 15-20 წუთით, სანამ არ გასქელდება. ხშირ-ხშირად მოურიეთ. 3. მსუბუქად გათქვიფეთ კვერცხი და ჩაუმატეთ ბრინჯს. ჩაასხით დარჩენილი 1/2 ჭიქა რძე. ჩაყარეთ ქიშმიშიც და დატოვეთ ქვაბი ცეცხლზე კიდევ 2 წუთით, თან მუდმივად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. შეურიეთ კარაქი და ვანილი. გადაანაწილეთ ბრინჯი თეფშებზე. სურვილისამებრ მოაყარეთ დაფქული დარიჩინი ან მუსკატის კაკალი და გემრიელად მიირთვით!
Print