Error
რუბრიკები
დევნილები, რომლებმაც რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრეს სამინისტროს უნდა მიმართონ
დევნილები, რომლებმაც  რეგისტრაცის გავლა ვერ მოასწრეს თბილისში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქოჩუამ განუცხადა. მისვე განმარტებით, ამ დრომდე სამინისტროში 1000 მდე განაცხადია შესული, მათ შორის 300-მდე სამეგრელოს რეგინიდან. „მათ ინდივიდუალურად დაიბარებენ სამინისტროში სპეციალურად შექმნილ კომისიაზე. მათი დაბარება უკვე დაწყებულია“, - ამბობს ირაკლი ქოჩუა. რეგისტრაცია გავლილი დევნილებისთვის, ლიბერთი ბანკის ფილიალებში, ახალი მოწმობების გაცემა უკვე დაწყებულია და პროცესი 1 მარტამდე გაგრძელდება. თუმცა როგორც განსახლების სამინისტროს სამეგრელოს ტერიტორიულ ორგანოში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ახალი მოწმობების გაცემის პროცესი შესაშლებელია მარტის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს.
Print