Error
რუბრიკები
„ენგურჰესი“ ზაფხულში თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს
 ენგურის ჰიდროელექტროსადგური (შპს „ენგურჰესი“) ზაფხულის თვეებში თურქეთის მიმართულებით ექსპორტს განახორცილებს. „ენგურჰესმა“ შესაბამისი ხელშეკრულება თურქულ კომპანია „აქსასთან“ გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ივნის-აგვისტოში თურქეთში ექსპორტზე 200 მლნ კვტ.საათის ოდენობის ელექტროენერგია გავა. 1 კვტ.საათის ღირებულება 7,5 აშშ ცენტია. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წყალუხვობის გამო, მიმდინარე წლის ზაფხულში  „ენგურჰესზე“ ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავებაა დაგეგმილი. შიდა ბაზრის 100%-ით ათვისების გარდა, ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თურქეთში გაიყიდება. დღესვე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია „აქსასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლიც ენერგოსექტორში ახალი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
Print